Hollywood-ი გარდაქმნის ქართულ შედევრს ანიმაციად.
წყალში დაბადებულ იდეას, შემქმნელი ,,ქალი “, მატერიალურ საგნად გარდაქმნის და გაგზავნის სამყაროს შესაცნობად. მითიურ და ზოომორფულ არსებებთან, ვეშაპებთან და მედუზებთან ერთად ,,იდეა“ იფრენს ფანტასტიკურ ადგილებში, გადაუფრენს ზღვებს და ოკეანეებს, ტყეებს და მდელოებს. ,, იდეა“, როგორც გამჭვირვალე გარსი და მასში ემბრიონულ პოზაში მოგზაური უმანკო არსება ბალერინას სახით, მოგზაურობის უკანასკნელ წერტილს მიაღწევს და დედამიწაზე ადგამს ფეხს. მას სურს ხალხმა შეიტყოს მისი არსებობის შესახებ, თუმცა მას ვერ აღიქვამენ, იმიტომ რომ ამ სამყაროში – ჩვეულებრივი, ლამაზი ბალერინაა. ხალხი ყურადღებას არ აქცევს, ისინი მიჩქარიან სადღაც, თითქოს არც შეუმჩნევიათ უბრალოების სილამაზე, იქნებ მათი გონება მხოლოდ ექცენტრიულ მოქმედებებს და ფერებს ითხოვს, იქნებ მათ დაივიწყეს ყოველდღიური სილამაზის არსებობა? რა სურს ხალხს? რას ითხოვს? ბალერინა იცოცხლებს თუ მისი არსებობის შესახებ შეიტყობენ, ,,იდეა“ იარსებებს მანამ, სანამ შემქმნელი იქნება, შემქმნელი კი ცდილობს საზოგადოებას მოარგოს თავისი მისწრაფებები, ამიტომ ,,იდეა“ შეიცვლება, რათა ხალხმა აღიქვას იგი – იმ ეპოქაში. ბალერინა კვდება რათა აღსდგეს – იდეა იცვლება რათა განხორციელდეს. ,,მოგონებები“ – ჩვენი იდეების შეცვლას გვახსენებს, რამდენჯერ შევეცადეთ საზოგადოებას მოვრგებოდით, მათ მოვსწონებოდით, რას ვაკეთებდით რათა ჩვენი არსებობის შესახებ გაეგოთ, მოგონებები ქმნიან ჩვენს ცხოვრებისეულ გამოცდილებებს, ცუდსაც და კარგსაც და გვახსენებენ რა დავთმეთ და რას ვეგუებით იდეის რეალობაში განსახორციელებლად.
Additional info: -this video production use as background video and image from: https://www.youtube.com/watch?v=4AA4q… http://www.misucell.com/group/blue-ga… -music and paintings are owned by Vicente Montezuma III & Tako Khutsishvili